გიორგი ანწუხელიძის მკვლელობიდან 17 წელი გავიდა

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მკვლელობიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, გიორგი ანწუხელიძე რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდა. დაკითხვის, ცემისა და წამების შემდეგ კი მოკლეს.
მეომარი რუს ოკუპანტებს და ოს ბოევიკებს წრეში ჰყავდათ მოქცეული და რიგ-რიგობით ურტყამდნენ ფეხებს ზურგსა და კეფაზე, აიძულებდნენ ეკოცნა მიწისთვის, მაგრამ გიორგი ანწუხელიძის გატეხვა ვერ შეძლეს. ცემით მოკლული ჯარისკაცი რუსებმა ოკუპირებულ ცხინვალში დატოვეს. საქართველოს ეროვნული გმირის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენენა მოგვინებით მოხერხდა.
მას ქვეყნის ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა, სიკვდილის შემდეგ ასევე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და “სამშობლოსათვის თავდადებულის” მედლით. ქართველი გმირის სახელს ატარებს საქართვლოს სერჟანტთა აკადემიაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: აშშ-მა განაახლა პარტნიორობა, სხვა დონეზე აიყვანა მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის აზერბაიჯანo, სომხეთი, არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით – თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?