არქივი27 მარტი, 2024, 06:38
“გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!” – აშშ-ის საელჩო
“გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!” – ამის შესახებ აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა და ეროვნულ ნაკრებსა და მთელ საქართველოს ისტორიული გამარჯვება მიულოცა.
“ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას.
გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!” – წერს საელჩო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთს, პენალტების სერიაში 4:2 მოუგო. საქართველო ევროპა 2024-ში ითამაშებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.