არქივი26 მარტი, 2024, 21:12
აშშ-ის საელჩო - ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას - გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას.
გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელ facebook-ზე ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. საქართველომ "დინამო არენაზე" საბერძნეთის ნაკრებს პენალტების სერიაში სძლია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.