“გილოცავთ! ეს მხოლოდ დასაწყისია… თქვენ უნდა აიძულოთ მთავრობას, რომ რეფორმები ჩაატაროს” | დავით არახამიას მიმართვა

“გილოცავთ! ეს მხოლოდ დასაწყისია… თქვენ უნდა აიძულოთ მთავრობას, რომ რეფორმები ჩაატაროს”, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ, მ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა რეფორმების განხორციელება მთავრობას უნდა აიძულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო იქნება როგორც თურქეთი, რომელიც უკვე 18 წელია, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა.
“გამარჯობა ყველას, გამარჯობა, საქართველოვ. დღეს დიდი დღეა თქვენთვის და მინდა მივულოცო თითოეულ ქართველს. ეს დიდი დღეა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც იცით, ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ შარშან და მიუხედავად ომისა, ჩვენმა პარლამენტმა და მთელმა ქვეყანამ ძალიან ბევრი იმუშავა, რომ დაეკმაყოფილებინა ყველა პირობა და დაეწყო მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად. მე მინდა მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო და ფაქტობრივად მან ააფრიალა პირველმა საქართველოში ევროკავშირის დროშა. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები და ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ჩვენთან ერთად შემოვიდეს ევროკავშირში. გზა რთული იყო. პუტინის ზოგიერთმა მეგობარმა და სამწუხაროდ საქართველოს პრემიერმინისტრის მეგობარმა ვიქტორ ორბანმა სცადა ხელი შეეშალა უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ ეს მაინც შევძელით, ამიტომ ეს დიდი დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ასევე მოლდოვისა და უკრაინისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და საქართველო მალე გადავა მოლაპარაკებების სტადიაზე. თქვენ ბევრი სამუშაო გაქვთ, თქვენი მთავრობა უნდა აიძულოთ, რომ რეფორმები ჩაატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო იქნება როგორც თურქეთი, რომელიც უკვე 18 წელია რაც კანდიდატი ქვეყანაა”, – ამბობს დავით არახამია.
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ