გივი თარგამაძემ ციხე დატოვა (ვიდეო)

გივი თარგამაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ცნობისთვის, თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 7-თვიანი პატიმრობა და 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა. ის 2025 წლის 27 ივნისს ვაკის პოლიციის განყოფილებასთან თავად მივიდა..

შეგახსენებთ, 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ ამავე მიზეზით დაკავებულმა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთავის ციხე 23 იანვარს დატოვა.

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ასევე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრეს, ციხე 19 დეკემბერს დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – ერთადერთი ენა, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჩვენთან სალაპარაკოდ დარჩა, არის ხელკეტის, ძალადობის, დამცირების ენა – საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა გაერთიანდეს მიზნის გარშემო, რომ არ მივცეთ სადისტების ხელისუფლებას ჩვენი მართვის შესაძლებლობა