გიგი წერეთელი – პროცესები ისეთ ფაზაშია შესული, უკან დაბრუნება შეუძლებელია – სიძულვილით კი არ უნდა უყურებდნენ ახალგაზრდებს, ხელისუფლების კომპრომისი უნდა იყოს და პროცესების ნორმალიზება მოხდეს

დღეს პროცესები ისეთ ფაზაშია შესული, უკან დაბრუნება, რაც არ უნდა განცხადებები აკეთო, შეუძლებელია, საჭიროა, რომ პროტესტის ხმა იყოს გაგებული, სიძულვილით კი არ უნდა უყურებდნენ ახალგაზრდებს, ხელისუფლების კომპრომისი უნდა იყოს და მაშინ შესაძლებელია პროცესების ნორმალიზება მოხდეს,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს თსუ-თან განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.
მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ხალხის წინააღმდეგ ასე ბრძოლა „ნამდვილად არ გამოვა“.
„ეს პროტესტი არ არის პოლიტიკოსების მართული პროცესი და ასეც უნდა იყოს – საზოგადოებაა მთავარი. ეს აქციაც არის ახალგაზრდების მხარდასაჭერად, ვინც ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ბევრი ძალიან მაგრადაა ნაცემი, დაშავებული. უმეტესი მათგანი, თუ ყველა არა, მშვიდობიანი მომიტინგეა. ამიტომ ეს ბრუტალურობა და სურვილი, რომ ძალით და დაშინებით მოხდეს ეს ყველაფერი…
გუშინდელი დღე განსაკუთრებით საგულისხმო იყო, რადგან იყო ძალიან მშვიდობიანი და ამას მოჰყვა ისევ არაპროპორციული ძალის გამოყენება, დარბევა, რაც მიუღებელია. ყველა ის მოქმედება, რასაც ვხედავთ, გადავსებული სასამართლოები, იზოლატორები სწორედ ავტორიტარულ რეჟიმებშია. ეს აქციაც და სხვა აქციებიც ამას ეძღვნება, რომ საქართველო ასეთი ქვეყანა არ უნდა იყოს. მოქმედ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ასე ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად არ გამოვა”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ