ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს - ისეთ რამეს აპროტესტებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს და არ მომხდარა

ირაკლი კობახიძე - უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს - ისეთ რამეს აპროტესტებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს და არ მომხდარა

უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: განიხილავს თუ არა სამთავრობო გუნდი კომპრომისს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროტესტის საგანია ის, რომ თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია, რაც „არ მომხდარა ბუნებაში“.
„არის ხოლმე მომენტები, როდესაც შენ შეიძლება ფიქრობდე, რომ მართალი ხარ, მაგრამ ვიღაც სხვანაირად ფიქრობს და შეიძლება უკანაც დაიხიო. მაგალითად ჩვენ ეს გავაკეთეთ შარშან, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მაშინაც მიგვაჩნდა, რომ კანონი იყო სწორი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ნაწილმა ეს სწორად ვერ გაიგო, ჰქონდა გულწრფელი პროტესტი, ჩვენ დავიხიეთ უკან და გამოვიწვიეთ ეს კანონი. ასეთი რაღაცები პოლიტიკაში ბუნებრივია შეიძლება მოხდეს. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ახლა ადამიანები აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. პროტესტის საგანია ის, რომ თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია. რაც ბუნებაში არ არსებობს იმას როგორ შეცვლი, აქ უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს. ისეთ რამეს აპროტესტებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს და არ მომხდარა. შესაბამისად, ერთადერთი, რაც უნდა მოხდეს არის მარტივი რამ, ყველა უნდა დამშვიდდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.