ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგი წერეთელი „ოცნების“ სამოქმედო გეგმაზე - ხელისუფლების მმართველობის მოდელი, შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან რაც ევროკავშირის წევრობის მსურველს უნდა ჰქონდეს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ სამოქმედო გეგმა დაარქვა, აბსოლუტურად ზედაპირული და არაფრისმომცემია.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს „სურვილს“, რომელიც ხელისუფლებას აქვს კონკრეტული რეფორმების გასატარებლად.
„ეს შეეხება დეპოლარიზაციას, თუ შეეხება დეოლიგარქიზაციას, სასამართლო და საარჩევნო რეფორმას თუ სხვა, თავად მოდელი ამ ხელისუფლების და მათი მმართველობის სტილი აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რაც აქვს დღეს ევროკავშირს იმისთვის, რომ ამ გაერთიანების საბოლოო წევრი გავხდეთ, არამხოლოდ სტატუსი გვქონდეს, მოლაპარაკებები გავხსნათ”, - განაცხადა წერეთელმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.
გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ ერთადერთი რეცეპტი დემოკრატიული გზით იმგვარი ხელისუფლების არჩევაა, რომელსაც დღის წესრიგში მთავარ საკითხად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თემა ექნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.