ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგი წერეთელი - რა დეპოლარიზაციის მაგალითია ის, რაც დღეს მოხდა? - რას იზამდა სალომე ზურაბიშვილი, რაც სახელისუფლებო პოლიტიკას ჩამოანგრევდა, ელჩები გადადგებოდნენ თუ რა?

რას იზამდა სალომე ზურაბიშვილი, რაიმეს იტყოდა ისეთს, რაც სახელისუფლებო პოლიტიკას ჩამოანგრევდა და ელჩები გადადგებოდნენ, თუ რა? – ეს არასწორი ფაქტია, სისუსტის მაჩვენებელია , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც შეაფასა ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტის არ მიწვევის ფაქტი.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ხელშემწყობი იყო და ახლა სისტემა თავად მას აზიანებს.
„რა დეპოლარიზაციის მაგალითია რაც დღეს მოხდა? რას იზამდა სალომე ზურაბიშვილი, რაიმეს იტყოდა ისეთს, რაც სახელისუფლებო პოლიტიკას ჩამოანგრევდა და ელჩები გადადგებოდნენ თანამდებობებიდან, თუ რა? მე მგონი, ესეც სისუსტის მაჩვენებელია. ნეგატიური ფაქტია, არასწორი ფაქტია. წლები ერთად იყვნენ, ერთად აკეთებდნენ საქმეს. ის იყო ძალიან აქტიური დამცველი იმ [„ქართული ოცნების“] პოლიტიკის. ბიძინა ივანიშვილზე კი ბოლო პერიოდში რაღაც განცხადებები გააკეთა, შეიძლება უფრო მკვეთრი, ვიდრე ოდესმე გაუკეთებია, მაგრამ მაინც გარკვეული რიდი აქვს, ჩემი აზრით,“ - აღნიშნა წერეთელმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა ძალიან ფასადური და ზედაპირულია.
„ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვითომ გეგმა, ძალიან ფასადური და ზედაპირული. დავალებას რომ მოგცემდნენ სკოლაში, მომზადებული არ გქონდა, მაგრამ რაღაცა რომ გქონოდა, ფურცელი [ასეთი არის ეს გეგმა]“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.