გიგი წერეთელი – მარშები, მსვლელობა მთელი მსოფლიოს გასაგონადაა, რომ საქართველო და მისი მოსახლეობა არ ეგუება ევროპული პერსპექტივის დაკარგვას

ეს მარშები, მსვლელობა მთელი მსოფლიოს გასაგონადაა, რომ საქართველო და მისი მოსახლეობა არ ეგუება ევროპული პერსპექტივის დაკარგვას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა დღეს, ევროპის დღესთან დაკავშირებით დაანონსებულ აქცია-მსვლელობებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული პერსპექტივის ერთადერთი ალტერნატივა რუსეთის პირისპირ დარჩენაა.
„ჩვენ ამ თვეების განმავლობაში ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რაც ადამიანის უფლებებს ეხება, თავისუფალ არჩევანს, თავისუფალ სასამართლოს, დაცულობას, უსაფრთხოებას, ცხოვრების მაღალ სტანდარტს. ეს არის ევროპა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რატომ უჭერს მხარს ამ არჩევანს. შესაბამისად, დღეს, ეს მშვიდობიანი, დემოკრატიული მარშები, მსვლელობა, კიდევ ერთხელ, მთელი მსოფლიოს გასაგონად არის, რომ საქართველო და მისი მოსახლეობა არ ეგუება იმას, რომ ჩვენ უნდა დავკარგოთ ეს პერსპექტივა. ამ პერსპექტივის ალტერნატივა არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის პირისპირ დარჩენა. ამიტომ ბევრი ადამიანი უნდა იყოს და ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს ჩვენს სწრაფვას უკეთესი ევროპული მომავლისკენ,“ – განაცხადა წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება