გიგი წერეთელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE)-ის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE)-ის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოს შეხვდა.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. „რუსულ კანონს” და მასშტაბურ საზოგადოებრივ პროტესტს, ამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პარტნიორების რეაქციებს და თავად ევროპის საბჭოს ჩართულობას.
„აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის დამტკიცების დღეს, თეოდოროს რუსოპულოსმა განცხადება გააკეთა, სადაც მკაცრად დაგმო სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე თავდასხმები, ასევე მშვიდობიან დემონსტრანტებზე პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, პრეზიდენტმა რუსოპულოსის თხოვნით ვენეციის კომისია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ამზადებს დასკვნას, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი უახლოეს დღეებში იქნება.
მისივე თქმით, ასევე, ამ კვირაში ვილნიუსში გაიმართება ევროსაბჭოს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა, სადაც იგეგმება საქართველოში არსებულ ვითარებაზე მსჯელობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე