არქივი28 თებერვალი, 2025, 12:27
გიგი უგულავა რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ფაქტზე 5000 ლარით მესამედ დააჯარიმეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ფაქტზე 5000 ლარით მესამედ დააჯარიმა.
პოლიტიკოსი აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს.
„მორიგი, რიგით მესამე, 5000 ლარიანი "პივის ჩეკი" მომიტანეს მილიციიდან. ოღონდ თარიღი ისეა გადღაბნილი, რომ ეშმაკი ვერ გაარჩევს რუსთაველზე გასეირნების რომელ საღამოს მედავებიან. არც აქვს მნიშვნელობა.
არ ვაპირებ არც გადახდას და არც სასამართლოზე მისვლას, თავში ქვა გიხლიათ.
ცეცხლი და ზედ ნავთი ოლიგარქიას“,- წერს გიგი უგულავა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.