ნადიმ ხმალაძის განცხადებით, იანვრიდან ამ დრომდე, საპროტესტო აქციებზე გზის გადაკეტვის ფაქტზე 5 ჯარიმა გამოუწერეს

უკრაინაში მებრძოლის, ნადიმ ხმალაძის განცხადებით, იანვრიდან ამ დრომდე, საპროტესტო აქციებზე გზის გადაკეტვისთვის მას 5 ჯარიმა გამოუწერეს. უფრო კონკრეტულად კი, როგორც თავად აცხადებს, 5000-ლარიანი 2 ჯარიმა მას სახლში მიუტანეს, 3 შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე კი სასამართლო იმსჯელებს. ერთ-ერთ ფაქტზე, რომელიც 5 იანვარს, გზის გადაკეტვას ეხება, სხდომა რამდენიმე წუთში გაიმართება.
„ამ აქციების ორგანიზატორი თურმე ირაკლი ყოფილა, ერთი სიტყვა თქვა და აქედან დაიწყო ყველაფერი… აქ ცუდი სუნია, ჩრდილოეთიდან მომავალი, ქართველმა ხალხმა უნდა გაანიავოს. თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, სახელმწიფო აღარ გვაქვს“, – განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის, ნადიმ ხმალაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.
კერძოდ კი იმას, რომ ის 5 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”