გიგა ოთხოზორიას ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოსაცემად სათანადო ნაბიჯები უნდა გადაიდგას – ევროპულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ოჯახს 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს ოდენობით კომპენსაცია მიანიჭა. საია-ს ინფორმაციით, ევროსასამართლომ მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი. მისი დედის, ჯულიეტა ჭანტურიას განცხადებით, ოჯახის სარჩელის დაკმაყოფილება ღირსების საქმეა და ახლა მთავარია, მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოსაცემად სათანადო ნაბიჯები გადაიდგას.
გიგა ოთხოზორია რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის მაისში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლა. ქართულმა სასამართლომ მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, ოჯახმა კი რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი საიას დახმარებით შეიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება