ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგა ბოკერია ნიკა გვარამიას დაკავებაზე - კიდევ ერთი პოლიტიკოსი არის ციხეში პოლიტიკური დევნის შედეგად

გიგა ბოკერია ნიკა გვარამიას დაკავებაზე - კიდევ ერთი პოლიტიკოსი არის ციხეში პოლიტიკური დევნის შედეგად

პარტია “ფედერალისტების” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება.
ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს იმედი აქვს, რომ პოლიტიკური პატიმრების გაზრდით, რეპრესიებითა და პროპაგანდით ძალაუფლებას შეინარჩუნებს.
„ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამია თავისი ფეხით მივიდა ციხეში, დამატებით ხაზს უსვამს, თუ როგორი სამარცხვინო სამართლებრივი აბსურდი იყო მისთვის გირაოს შეფარდება - თითქოს მიმალვის რაიმე რისკი არსებობდა.
თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსი არის ციხეში პოლიტიკური დევნის შედეგად.
ყველამ ვიცით, რატომ ზრდის პოლიტიკურ პატიმართა რიცხვს ივანიშვილის რეჟიმი - მას იმედი აქვს, რომ რეპრესიებით და პროპაგანდით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების ღალატისთვის იყენებს.
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!" - აცხადებს გიგა ბოკერია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.