არქივი13 ივნისი, 2025, 23:06
გიგა ბოკერია: ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამია თავისი ფეხით მივიდა ციხეში, დამატებით ხაზს უსვამს, თუ როგორი სამარცხვინო სამართლებრივი აბსურდი იყო მისთვის გირაოს შეფარდება

გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს:
ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამია თავისი ფეხით მივიდა ციხეში, დამატებით ხაზს უსვამს, თუ როგორი სამარცხვინო სამართლებრივი აბსურდი იყო მისთვის გირაოს შეფარდება - თითქოს მიმალვის რაიმე რისკი არსებობდა.
თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსი არის ციხეში პოლიტიკური დევნის შედეგად.
ყველამ ვიცით, რატომ ზრდის პოლიტიკურ პატიმართა რიცხვს ივანიშვილის რეჟიმი - მას იმედი აქვს, რომ რეპრესიებით და პროპაგანდით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების ღალატისთვის იყენებს.
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.