გია ჯაფარიძე - 12 წლის თავზე ყველას მობეზრებული აქვს "ქართული ოცნება"
12 წლის თავზე ყველას მობეზრებული აქვს "ქართული ოცნება", - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ელოდება 26 ოქტომბერს.
"2 კვირა ვიყავით რეგიონებში, შეიძლება ცოტა მეტიც. თბილისშიც ვმუშაობდით ცხადია, მაგრამ დღეს რეგიონები არ გვაქვს, დღეს, თბილისში გვაქვს შეხვედრები, დღეს საღამოს გვაქვს შეხვედრები საბურთალოზე.
განწყობა არის დადებითი, ხალხისგან მოთხოვნა არის ერთიანობაზე, ცვლილებებზე.
12 წლის თავზე, ყველას მობეზრებული აქვს "ქართული ოცნება". ამ 12 წლის თავზე ყველა გრძნობს სიღარიბეს, სიდუხჭირეს, იმ უპერსპექტივობას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ"ქვეყანაში გააჩინა.
დედოფლისწყაროდან ბეშუმამდე, სადაც ვიყავით, ყველგან ერთიდაიგივე განწყობა გვხდება. ხალხი ელოდება 26 ოქტომბერს, რომ შეცვალოს ხელისუფლება."- აცხადებზ გია ჯაფარიძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.