ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ჯაფარიძე - ადამიანები ითხოვენ ცვლილებებს - ყველას ყელში აქვს ამოსული „ქართული ოცნების“ მმართველობა

ადამიანები ითხოვენ ცვლილებებს. ყველას ყელში აქვს ამოსული "ქართული ოცნების" მმართველობა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობა მთავარ პრობლემად სიღარიბესა და უმუშევრობას ასახელებს.
„საგარეჯოში ვართ, ჩვენი კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოქალაქეებთან ვმართავთ შეხვედრებს. ვიტყოდი, რომ განწყობა არის ძალიან ოპტიმისტური. ადამიანები ითხოვენ ცვლილებებს. ყველას ყელში აქვს ამოსული „ქართული ოცნების" მმართველობა. ადამიანები ითხოვენ ერთიანობას, უმეტესობა, 80% ვისაც ვესაუბრეთ, ყველა საუბრობს ერთიანობაზე. ერთი რამ რაც ძალიან თვალში საცემია ეს არის, სიღარიბე და უმუშევრობა, რასაც მოქალაქეები აღნიშნავენ.
ასევე ისიც, რომ იცლება საგარეჯო ახალგაზრდებისგან, არ არის სამუშაო ადგილები. „ქართული ოცნების" 12 წლიანი მმართველობა არანაირ პერსპექტივას არ ტოვებს აქ მაცხოვრებელთათვის. ამიტომ 26 ოქტომბერს ერთიანობით, ჩვენ უნდა შევცვალოთ ვითარება, როგორც საგარეჯოში, ასევე მთლიანად საქართველოში“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.