ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ჯაფარიძე: ჩემს ძმას სახლთან ტიტუშკები ელოდებიან, არიან ეზოში და ეზოს გარეთაც

პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე, გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის ძმა Facebook-ზე წერს, რომ ზურა ჯაფარიძეს სახლთან ტიტუშკები ელოდებიან.
"ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან ტიტუშკები. არიან ეზოში სახლის წინ და ეზოს გარეთაც. შავებში ჩაცმული ბევრი დაკუნთული გამოუშვეს პუტინის მონებმა. კამერები იღებს ყველაფერს", - წერს ის Facebook-ზე.
უკვე ორ თვეზე მეტია, რაც უცნობი პირები უსაფრდებიან და თავს ესხმიან, ფიზიკურად უსწორდებიან ოპოზიციონერებს და რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს. გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს ზურა ჯაფარიძეს თავდასხმის მიზნით არაერთხელ ჩაუსაფრდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.