ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია: ჩვენს წევრს, გიორგი თავართქილაძეს მესამედ დახვნენ ტიტუშკები

მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია წერს, რომ მათ წევრს, გიორგი თავართქილაძეს სახლთან ე.წ. ტიტუშკებმა ჩასაფრება მესამედ მოუწყვეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თავართქილაძეს საკუთარ სახლთან კინომატოგრაფების მიერ კინოცენტრთან გამართული აქციის შემდეგ დახვდნენ.
"ჩვენი მოძრაობის წევრს, გიორგი თავართქილაძეს მესამედ, დღევანდელი აქციის შემდეგ, დახვდნენ სახლთან ე.წ. ტიტუშკები. პატრულის გამოძახების შემდეგ, მათ დატოვეს ტერიტორია. ვერ შეგვაშინებთ, ბრძოლა გრძელდება", - წერს მოძრაობა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.