ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ჯაფარიძე: სიწმინდეების დასაცავად უნდა ვიძალადოთო. ვინ დაადგინა სიწმინდეები? ქრისტეს არ შეუქმნია სიწმინდეების რეესტრი

გია ჯაფარიძე: სიწმინდეების დასაცავად უნდა ვიძალადოთო. ვინ დაადგინა სიწმინდეები? ქრისტეს არ შეუქმნია სიწმინდეების რეესტრი
 დიპლომატი გია ჯაფარიძე:
ქრისტე ამბობს - ერთ ლოყაში თუ გაგარტყეს, მეორე შეუშვირეო.
ქრისტე ქადაგებს თავმდაბლობას, არაძალადობას, სიყვარულს.
ქრისტე გვასწავლის, რომ ნებისმიერი ადამიანი უნდა გვიყვარდეს, რადგან ყველა ადამიანში არის ღმერთი. და ღმერთი თუ გიყვარს, ნებისმიერი ადამიანი გიყვარს.
ქრისტიანისთვის არ არსებობს ქრისტეზე და ქრისტეს სწავლებაზე მეტი.
ესენი ქრისტეს სწავლებას ცვლიან.
მკრეხელობენ.
სიწმინდეების დასაცავად უნდა ვიძალადოთო.
ვინ დაადგინა სიწმინდეები? ქრისტეს არ შეუქმნია სიწმინდეების რეესტრი. ქრისტეს სიტყვებია ერთადერთი სიწმინდე ქრისტიანისთვის.
ქრისტიანულ სწავლებას ცვლიან უძველეს ქრისტიანულ მიწაზე. და კითხულობენ, რუსებს რატომ გვეძახითო
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.