ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ჯაფარიძე - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი, არ ნიშნავს, რომ ის მაღალი დონის შეხვედრებს მართავს - ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება

პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერის, გია ჯაფარიძის განცხადებით, ის, რომ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით იმყოფება, არ ნიშნავს, რომ ის მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
გია ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.
„ის, რომ კობახიძე არის გაერთიანებულ სამეფოში, არ ნიშნავს, რომ მას აქვს მაღალი დონის შეხვედრები, მაღალი დონის შეხვედრა არ ჰქონია. პრემიერ მინისტრის მხრიდან ეს არის მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს და დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი და საქართველოს მოქალაქეები, რომ საქართველოს ჯერ კიდევ იწვევენ საერთაშორისო ფორუმებში და ისინი არ იმყოფებიან საერთაშორისო იზოლაციაში. სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლება არის ღრმა საერთაშორისო იზოლაციაში, ამას ადასტურებს თუნდაც ის კადრები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა იხილეს გუშინ“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.