არქივი18 ივლისი, 2024, 18:10
ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო, რომელსაც ბლენჰაიმის სასახლე მასპინძლობს.
სამიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გახსნა.
გახსნითი პლენარული სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს უკრაინის პრეზიდენტმა, შვეიცარიის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნამდე მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.


არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.