გია ჯაფარიძე: აპირებენ საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას. ამისთვის ჭირდებათ მუდმივად გეორგიევსკის ხელშეკრულების მოხმობა

გია ჯაფარიძე:
აპირებენ საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას. ამისთვის ჭირდებათ მუდმივად გეორგიევსკის ხელშეკრულების მოხმობა.
ისევ ამორალური ტყუილები ილაპარაკა კობახიძემ. გეორგიევსკის ხელშეკრულება არ დადებულა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს ხელშეკრულება გაფორმდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის.
იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო რუსეთმა დაიპყრო გვიან. დაიპყრო მას შემდეგ, რაც სწორედ გეორგიევსკის ხელშეკრულების გამოყენებით დაასრულა ქართლ-კახეთის დამონება.
არავითარი “ერის გადარჩენის პრობლემა” და “ქრისტიანობის გადარჩენის” პრობლემა არ იდგა მაშინ. მით უმეტეს არ იდგა არც ერის, არც რწმენის, არც ენის გადარჩენის პრობლემა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებში. ეს არის ისტორიის რუსული რევიზია, ესაა ისტორიის გაყალბება რუსულად.
საქმე პირიქითაა, ამ შეთანხმების მერე დაიწყო რუსეთმა ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა. გეორგიევსკის შეთანხმება იყო სატყუარა. რუსეთმა ის დაარღვია გაფორმებისთანავე. ისევე როგორც დაარღვია და არღვევს ყველა სხვა შეთანხმებას, რაც გაუფორმებია უფრო გვიან.
გეორგიევსკის შეთანხმებით ამართლებენ თავიანთ რუსულ პოლიტიკას, ამართლებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას, ამართლებენ ღალატს, ამართლებენ რუსთველის და ილია ჭავჭავაძის არჩევანის შებილწვას.
ამ თემაზე საუბრით მოქალაქეების ყურადღება გადააქვთ მტკივნეული საკითხებიდან ისტორიაზე მსჯელობაზე. რომ არ ვიფიქროთ აფხაზეთში ოკუპანტებისთვის მიწოდებულ საწვავზე, კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ფასებზე, ქოლ-ცენტრების საერთაშორისო დანაშაულზე, ბავშვების მკვლელობებზე, ულიმიტო კორუფციაზე, გაზრდილ კრიმინალზე, ელექტროენერგიის მოწოდების წყვეტებზე, განათლების სისტემის განადგურებაზე, სიღარიბეზე, პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურ პატიმრებზე, გაყალბებულ არჩევნებზე, საერთაშორისო იზოლაციაზე, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე, ბი ბი სი-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე, საქართველოდან მასობრივ ემიგრაციაზე, დემოგრაფიულ განადგურებაზე, მომავალწართმეულ ახალგაზრდობაზე, ერთი ოჯახის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოზე და ა.შ.
ქართული ოცნება / Georgian Dream არაფერია მუდმივი. შეიძლება ათასჯერ მოატყუოთ, მაგრამ დადგება მომენტი, როცა სიცრუე და პროპაგანდა აღარ იმუშავებს