პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ხუხაშვილი: თუ ვიღაც სხვა ძალების ეშინია, რომლებიც მის გასაწეწად ემზადებიან ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში, ეს უკვე სხვა ისტორიაა…

გია ხუხაშვილი: თუ ვიღაც სხვა ძალების ეშინია, რომლებიც მის გასაწეწად ემზადებიან ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში, ეს უკვე სხვა ისტორიაა…
"სიმართლე გითხრათ, კარგად არ მესმის იმ “ტიტანური” შრომის, რასაც ბიძინა ახორციელებს საკუთარი აქტივების საქართველოს იურისდიქციაში კონსოლიდაციის სახით.
თუ ეს კეთდება მოსალოდნელი სანქციების თავის არიდების მიზნით, გაუგებარია მათი ამოქმედების შემთხვევაში, როგორ უნდა დაიცვას მაგალითად სასტუმროები პრობლემებისგან, როდესაც პრაქტიკულად ყველა სტუმარი იხდის მასტერ, ან ვიზა-ბარათით, რაც ავტომატურად შეუძლებელი ხდება. ან როგორ უნდა აწარმოონ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობა მასთან აფილირებულმა საწარმოებმა?!
ფაქტიურად ის თავისი უძრავ-მოძრავი ქონებისთვის აშენებს ერთგვარ “მკვდარი აქტივების” სარკოფაგს, რომლით არა მხოლოდ ოპერირება იქნება შეუძლებელი, არამედ მათი გასხვისებაც.
თუ ამას თურნავას ბრძანების იმედად აკეთებს, ესეც მკვდრად-შობილი ნორმაა, რადგან როგორც კი რომელიმე ბანკში სანქციების დაუმორჩილებლობის პრეცედენტი შეიქმნება, ის ბანკი უსწრაფესად ჩამოიშლება.
თუ ვიღაც სხვა ძალების ეშინია, რომლებიც მის გასაწეწად ემზადებიან ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში, ეს უკვე სხვა ისტორიაა…" - წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.