მამუკა მდინარაძე – იფიცებიან ვითომ კომპანიები – ხალხს იმხელა აგრესია აქვს მათ მიმართ, რომ მოსახლეობა ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრის ხალხს, რომლებიც სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებისა და ძალების სასარგებლო პროპაგანდაში და გაფიცვებში არიან ჩართულები

იფიცებიან ვითომ კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელები „ნაცმოძრაობას“ უჭერენ მხარს მაგრამ ამ კომპანიებშიც კი ისინი აღმოჩნდნენ სრულ უმცირესობაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ დღეს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა, დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის მონაწილეებს კი საცხოვრებელი კორპუსიდან კვერცხებიც დაუშინეს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ჩვეულებრივი მოსახლეობა ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრის იმ ხალხს, რომლებიც „სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების და სხვა ძალების სასარგებლო პროპაგანდაში და გაფიცვებში არიან ჩართულები“.
„დღევანდელი დღე იყო სრული ლუსტრაცია. იფიცებიან ვითომ კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელები „ნაცმოძრაობას“ უჭერენ მხარს მაგრამ ამ კომპანიებშიც კი ისინი აღმოჩნდნენ სრულ უმცირესობაში.
მეორე: როდესაც ერთი ორგან რაღაც ჩხუბები მოხდა საბურთალოს ტერიტორიაზე, „ტიტუშკებს“ ეძახიან. ახლა, მილიონ 120 ათას კაცს „ტიტუშკას“ თუ არ დაუძახებენ, ძალიან კარგს იზამენ.
„ტიტუშკები“ ხალხში შეერივნენ და ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრიან?! წარმოიდგინეთ, ხალხს რეალურად იმხელა აგრესია აქვს მათ მიმართ, რომ ჩვეულებრივი მოსახლეობა ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრის ამ ხალხს, რომლებიც სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების და სხვა ძალების სასარგებლო პროპაგანდაში და გაფიცვებში არიან ჩართულები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…