ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, რომ მათი ეს განაცხადი ადასტურებს ჩემს ადრინდელ ვარაუდს, რომ ...

გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, რომ მათი ეს განაცხადი ადასტურებს ჩემს ადრინდელ ვარაუდს, რომ ...
"გასაგებია, რომ ე.წ. “იმპიჩმენტის” პროცესის დაწყებაზე განაცხადი პრეზიდენტის მიმართ საუკეთესო საჩუქარია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციისთვისაც წინასაარჩევნოდ.
მაშინ რატომ აკეთებენ ამას? გაგიჟდნენ და აფექტურად მოქმედებენ?
ალბათ ამ გადაწყვეტილებაში სიგიჟის და ყოვლისმომცველი შიშების წილი საკმაოდ მაღალია.
ამასთანავე, ვფიქრობ, რომ მათი ეს განაცხადი ადასტურებს ჩემს ადრინდელ ვარაუდს, რომ ბიძინას უნდა პრეზიდენტობა რიგი მიზეზების გამო და ამ ოდიოზური ფორმით მას ეპრანჭებიან," - წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.