ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„რადგან ვხედავთ, რომ ეს არ გამოდის, ვფიქრობ უნდა შეწყდეს ამ თემაზე დისკუსია“ – გია ხუხაშვილი

„რადგან ვხედავთ, რომ ეს არ გამოდის, ვფიქრობ უნდა შეწყდეს ამ თემაზე დისკუსია“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
„კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციას მიეღო პრეზიდენტის წინადადება საერთო დროებითი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოკვეთასთან დაკავშირებით. იდეალური იქნებოდა, თუ ეს კანდიდატი თავად სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა.
ეს გააძლიერებდა არჩევნების სარეფერენდუმო განზომილებას, შესაბამისად ხელს შეუწყობდა ამომრჩევლის კონსოლიდაციას და გარდაუვალს გახდიდა ხელისუფლების სასტიკ მარცხს.
რადგან ვხედავთ, რომ ეს არ გამოდის, ვფიქრობ უნდა შეწყდეს ამ თემაზე დისკუსია, მივიღოთ თუნდაც ლელოს მიერ შემოთავაზებული ფორმულა, ვიფიქროთ არჩევნებზე და ამ მოცემულობითაც გავაკეთოთ სწორი არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.