: ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა, თუნდაც თვითგადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე

ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა, თუნდაც თვითგადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე – ამის შესახებ ანალიტიკოსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა, თუნდაც თვითგადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე.

ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა, თუნდაც თვითგადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა, თუნდაც თვითგადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე.

სრულიად აშკარაა, რომ თუ დასავლეთთან კონფრონტაციის გაღრმავების მიმდინარე პოლიტიკური ხაზი გაგრძელდა, ეკონომიკა ჩამოიქცევა. ამ სპირალიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი კი ახალი არჩევნებია.

ეს არის რეალობა.

ამიტომ ბიზნესი, თუ უნდა რომ გადარჩეს, ახლა უნდა საუბრობდეს ულტიმატუმის ენაზე და არა აძლევდეს ხელისუფალს სტაბილურობის იმიტაციის შექმნის და მათზევე კონტროლის აღდგენის საშუალებას.

ძლივს მოგეცათ უძლიერესი კონსოლიდირებული, კარგი გაგებით ძალის დემონსტრირების საშუალება საკუთარი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და რატომ ხართ მიდრეკილი, ისევ ნომენკლატურულ ყულფში თავის გაყოფისკენ?!“, – წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის კანცელარიაში პრემიერი ირაკლი კობახიძეს ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი შეხვდა. შეხვედრა თითქმის 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად