,,ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა“ – გია ხუხაშვილი

,,ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა“ – გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრას ეხმაურება:
,,ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა, თუნდაც თვითგადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე.
სრულიად აშკარაა, რომ თუ დასავლეთთან კონფრონტაციის გაღრმავების მიმდინარე პოლიტიკური ხაზი გაგრძელდა, ეკონომიკა ჩამოიქცევა. ამ სპირალიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი კი ახალი არჩევნებია.
ეს არის აშკარა რეალობა.
ამიტომ ბიზნესი, თუ უნდა რომ გადარჩეს, ახლა უნდა საუბრობდეს ულტიმატუმის ენაზე და არა აძლევდეს ხელისუფალს სტაბილურობის იმიტაციის შექმნის და მათზევე კონტროლის აღდგენის საშუალებას.
ძლივს მოგეცათ უძლიერესი კონსოლიდირებული, კარგი გაგებით ძალის დემონსტრირების საშუალება საკუთარი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და რატომ ხართ მიდრეკილი, ისევ ნომენკლატურულ ყულფში თავის გაყოფისკენ?!“

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ