ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია სურამელაშვილმა ლოლა წერეთელი გაანაწყენა – მომღერალი წყენის მიზეზს ასახელებს

· 224
მომღერალი ლოლა წერეთელი გია სურამელაშვილმა გაანაწყენა.
ამის შესახებ მან „რადიო ფორტუნასთან“ ისაუბრა.
წერეთლის თქმით, სურამელაშვილმა მისი სიმღერა ისე შეასრულა, რომ ნებართვა არ აუღია.
„მივფრინავ, მოვფრინავ და ვმუშაობ. მსმენელს უნდა სულ ახალი სიმღერები. რაც აქტუალურია, ისეთ თემაზე უნდა იმღერო. ტექსტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. „სახლში წაგიყვან“ რატომ გაპიარდა, სადაც უნდა წახვიდე, ყველა მღერის. ნინო ჩხეიძეს ვენაცვალე, მისმა პროდიუსერმა დამირეკა, თუ შეიძლება, ნინომ იმღეროსო. დიდი სიამოვნებით-მეთქი, მინდოდა, ეთქვა, რომ ჩემი სიმღერაა და ძალიან ლამაზად დაასახელა, თქვა, რომ ჩემი რეპერტუარიდან არის ეს სიმღერა, რაც არ გააკეთა გია სურამელაშვილმა. მე რომ მკითხო, ეს კოლეგიალური არ არის.
არ გისაუბრიათ მასთან ამ თემაზე?
„არც ვაპირებ. ეს არის ადამიანის კულტურა, მე ასე მგონია. თავად ადამიანმა ხომ უნდა იფიქროს, რომ სხვისი სიმღერაა. კოლეგიალობა კარგი სიტყვაა“.

არქივის შესახებპირველწყარო: newsco.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.