გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე – არ ველოდები, რომ მსჯელობა იქნება საკითხებზე, რაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის – პრეზიდენტსაც ვერ დავარქმევთ

კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა მ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტში 6 თებერვალს არის დაგეგმილი.
მისივე შეფასებით, არ ელოდება, რომ მოხსენება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება, რადგან განცხადებებს “გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან” აკეთებს.
ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მას “პრეზიდენტსაც ვერ დავარქმევთ”.
“ერთია სურვილი, პრეზიდენტი გამოვიდეს და ადეკვატური განცხადება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოში შექმნილ ურთულეს სიტუაციაში, ყველა ის ნაბიჯი, რაც გადავდგით, სწორედ ამ ბრუტალური დაპირისპირების გავლენის თავიდან ასაცილებლად იყო. უნდა იყოს ალბათ, კრიტიკაც, როგორც წესი და რიგია, ითქვას, სად ვხედავთ განვითარების საშუალებებს, სად არის ჩამორჩენა, მაგრამ სახელმწიფო მმართველობასთან ურთიერთობის ის სტილი, რაც სალომე ზურაბიშვილმა შემოგვთავაზა, ჩემი აზრით შენარჩუნებული იქნება. ამაში ვგულისხმობ მისი გამოსვლების იმ აბსოლუტურად მიუღებელ პასაჟებს, რაც ჰქონდა 26 მაისს და პარლამენტში გამოსვლისას. მეტიც, ამავე პათოსით საუბრობდა, როცა მთავრობისგან დამოუკიდებლად იმყოფებოდა საზღვარგარეთ და გარკვეულ შეხვედრებს ატარებდა. ამბობდა, რომ არ იმსახურებს ხელისუფლება, მაგრამ ხალხი არის სტატუსის მოლოდინში, რაც წარმოუდგენელი, არარსებული ფორმულაა ევროკავშირისა და მისი სტრუქტურებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, ევროსაბჭოს და ევროკომისიის თავმჯდომარემაც.
ასე რომ, მე არ ველოდები, რომ იქნება მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც სახელმწიფოსთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, განცხადებები იქნება გაკეთებული გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან, რომელიც ასე ძალუმად ახასიათებს ნებისმიერ გამოსვლას, რაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან, პრეზიდენტსაც ვერ დავარქმევთ. როცა ამას ვამბობთ, ვგულისხმობთ საკონსტიტუციო სასამართლოს სამწუხარო, მაგრამ საფუძვლიან გადაწყვეტილებას, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …