ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაზე ღიად გადავიდა - თუ ის დასავლეთში ვინმეს ხვდება, ხვდება არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ოპოზიციის - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი

გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაზე ღიად გადავიდა - თუ ის დასავლეთში ვინმეს ხვდება, ხვდება არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ოპოზიციის - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაზე ღიად გადავიდა - თუ ის დასავლეთში ვინმეს ხვდება, ხვდება არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ როგორც ოპოზიციის - კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ლიდერი, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დასავლელ ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე დასმულ კითხვას.
ვოლსკიმ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ „ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურა, პოლიტიკური დაინტერესება, რაც არაფრად დაგიდევს რეალობას, რაც საქართველოში არსებობს".
„ეს ირაკლი კობახიძის მიმართ დამოკიდებულება არ არის. ეს არის საქართველოს საზოგადოების, ხელისუფლების, მისი აწმყოსა და მომავლის მიმართ დამოკიდებულება, რაც ნამდვილად მიუღებელია.
დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი შეიცვლება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.