გია ვოლსკი – მიზანია, ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს, სხვა შინაარსი ამ უბადრუკ წერილში ვერ ამოიკითხება

რა დამატებითი დანაშაულის თავზე აღებაზეა ლაპარაკი?! – დიდი იმედი მაქვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ელემენტარულად შეცდომაშია შეყვანილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, წერილის მიზანი სახელმწიფო სტრუქტურების და პირადად, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციაა.

„აბსურდული თემაა წამოწეული. იქ [წერილში] ხაზგასმით იკითხება მიზანი, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურების და პირადად ბიძინა ივანიშვილის. სხვა შინაარსი ამ უბადრუკ წერილში ვერაფერი ამოიკითხება.

ჯერ ერთი, ღარიბაშვილი არ ამბობს, რომ წერილი [ბიძინა ივანიშვილმა] გამომიგზავნაო. მისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით არის, რომ ადვოკატის მეშვეობით გამომიგზავნაო. ადვოკატი ამბობს, რომ მას ასეთი წერილი მისთვის არ გადაუცია. ესე იგი, სხვა წყაროდან მიიღო ეს მოსაზრება, რომელიც ფურცელზე გადაიტანეს. სრულად გამოვრიცხავ და არაკორექტულიც და არასერიოზულიც არის. თავქარიანი უნდა იყოს ადამიანი, რომ პარტიის ლიდერის ამასთან დაკავშირებით ურეკოს და ჰკითხოს, მართლა ხომ არ გაგიგზავნია ასეთი შინაარსის წერილიო. ეს აბსურდია.

რა დამატებითი დანაშაულის თავზე აღებაზეა ლაპარაკი?! დანაშაული არის ჩადენილი ძალიან მძიმე, შემარცხვენელი. დიდი იმედი მაქვს, რომ იგი ელემენტარულად შეცდომაშია შეყვანილი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ახლა როდესაც ვაჟა ფშაველას ვკითხულობ, თვალწინ მასავით მთიელი ბიჭი მიდგება, დაცემული, მაგრამ არა მუხლებზე მდგარი… უსიტყვო, მაგრამ ყველაზე მეტის მთქმელი… ცოცხალ-მკვდარი, მაგრამ უკვდავებისთვის დაბადებული!