გია ვოლსკი – „ლელოს“ სერიოზული მიზეზი აქვს, სამუშაო პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს – „ფორდმუსტანგის“ გამოგელვებით, სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და ურჩევნიათ მათ მიმართ ყურადღება „დაუმორჩილებლების“ კონტექსტში იყოს

„ლელოს“ სერიოზული მიზეზი აქვს, სამუშაო პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს – „ფორდმუსტანგის” გამოგელვებით, სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და ახლა ურჩევნიათ მათ მიმართ ყურადღება „დაუმორჩილებლების” კონტექსტში იყოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ლელოს” გადაწყვეტილებას, რომელმაც ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო და რეკომენდაციების შესრულების მათი ხედვა ცალკე წარადგინა.
რაც შეეხება შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციას, ვოლსკის განცხადებით, ვერც მათზე იტყვის, რომ საქმეზე ორიენტირებულნი არიან.
„ლელოს” სერიოზული მიზეზი აქვს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, რადგან საკმაოდ უარყოფით კონტექსტში წარმოჩნდა მათი ბოლო აქტივობები პიარ თვალსაზრისითაც, როცა “ფორდმუსტანგის” გამოგელვებით პოლიტიკური საქმიანობის წინა პლანზე, სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი. ასევე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოაგონეს ის, რომ თაღლითობა დაუდასტურდათ და ამ თაღლითობას ვერანაირად უარყოფენ, მით უმეტეს, თავადაც აქვთ იმ ოპერაციის თაობაზე დადასტურებული, რასაც სასამართლომ თაღლითობა დაარქვა. რასაკვირველია, გადაჯგუფება და სტრატეგიის შეცვლაა საჭირო. ახლა მათ მიმართ ყურადღება უფრო ამ კონტექსტში განიხილება, როგორც საერთო ფორმატიდან ამოვარდნილების, ამ კონტექსტში ყოფნა ურჩევნიათ თავად, როგორც “დაუმორჩილებლების” და თანაც, ვითომ გამიჯნულების კოლექტიური “ნაცმოძრაობისგან”. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ორიენტირებულია საქმეზე,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი სენატორების წერილზე – არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიურიც შენთან დღესაც მოქმედებს, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები