ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ –

„ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და გონიერებით, განათლებით დავიბრუნოთ ტერიტორიები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იქნება აღნიშნულ საკითხში. უდიდესი პრობლემაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და გონიერებით, განათლებით დავუბრუნოთ ტერიტორიები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება