ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ვოლსკი - გიორგი მსხილაძესაც და მთავრობის საპარლამენტო წარმომადგენელსაც არათუ აეკრძალათ შემოსვლა პარლამენტში, არამედ მათ პირადობის მოწმობით შეუძლიათ შემოვიდნენ

გიორგი მსხილაძესაც და მთავრობის საპარლამენტო წარმომადგენელსაც არათუ აეკრძალათ შემოსვლა პარლამენტში, არამედ მათ პირადობის მოწმობით შეუძლიათ შემოვიდნენ, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის საშვი გაუუქმეს.
მისივე თქმით, მათ პარლამენტში შემოსასვლელად სპეციალური საშვი არ სჭირდებათ და მათი ხელმისაწვდომობა პარლამენტთან ამით გაუმჯობესდა.
„არამარტო შემოსვლა, მანქანით შემოსვლა შეუძლიათ. ასე რომ, მათ სპეციალური საშვი არ სჭირდებათ იმისთვის, რომ პარლამენტის შენობაში შემოვიდნენ და შესაბამისი საქმიანობა აწარმოონ. ასე რომ, კატეგორიით ამაღლდა მათი ხელმისაწვდომობა პარლამენტში, გაუმარტივდათ. ისევე როგორც პარლამენტის წევრს ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში პირადობის მოწმობით შეუძლია შესვლა და არ სჭირდება საგანგებო საშვი, ზუსტად ისეა დღეს პრეზიდენტის და მთავრობის წარმომადგენელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.