გია აბაშიძე: ბოკერია და ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის რეჟიმის მყრალი სახენი არიან, ცდილობენ დააწინაურონ მათი “საკუჭნაოს” “ფედერალისტები”, მაგრამ ვერანაირი დეზინფორმაციით თუ გარე დახმარებით შეძლებენ საზოგადოების მხარდაჭერას

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“
აბაშიძის თქმით, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის რეჟიმის „მყრალი სახენი“ არიან, ცდილობენ დააწინაურონ “ფედერალისტები”, მაგრამ დეზინფორმაციით და გარე დახმარებით მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მხარდაჭერას.
„ნაცდესპოტიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიგა ბოკერია სისინებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თითქოს ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობა ეჭვქვეშ დააყენა, ქართული სულის ცხრაწლიანი ნაცჩახშობის თანამონაწილე ამდენს არ უნდა ბედავდეს.
ბოკერია და ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის რეჟიმის მყრალი სახენი არიან, ცდილობენ დააწინაურონ მათი “საკუჭნაოს” “ფედერალისტები”, მაგრამ ვერანაირი დეზინფორმაციით თუ გარე დახმარებით შეძლებენ საზოგადოების მხარდაჭერას.
კიტჩური პოლიტწარმოდგენებით, პოდკასტებში თუ ფსევდომედიაში აქტიურობით, მათი ნიშა უცვლელია – ნაცკეთროვნები!“ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით