დავით ქართველიშვილი ბოკერიაზე: გაუგებარია, როგორ გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი პასუხისმგებლობას – მისგან ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება სახელმწიფოებრიობის ეჭვის ქვეშ დაყენებაში, უკვე ცინიზმიც აღარ არის

გავა დრო და ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, რეზო ლაღიძის საქართველოში დაიბადება – მენგელეს, გრეზეს და გიოტეს იდეური შთამომავალი. მხოლოდ ერთი სისხლიანი ეპიზოდის გახსენებაც საკმარისია, რომლის ერთ-ერთ სცენარის ავტორად გვევლინება – მოდელირებული ე.წ. “ციხის ბუნტის” დამხობა, 2006 წლის 27 მარტის იმ “ციხის ბუნტისა”, რომელსაც გუშინწინ 20 წელიწადი შეუსრულდა – ასე ეხმიანებან სოციალურ ქსელიში, „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გაუგებარია, როგორ გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი – ერისა და მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგებლობას.
„ბახის, ბეთხოვენის, ვაგნერის, დიურერის, რიხტერის გერმანიაში დაიბადნენ სისხლისმსმელი ჯალათები: იოზეფ მენგელე, ირმა გრეზე და ამონ გიოტე – რომლებიც მანიაკალურ სიამოვნებას ღებულობდნენ ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში უმწეო პატიმრებზე სადისტური ექსპერიმენტებით.
გავა დრო და ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, რეზო ლაღიძის საქართველოში დაიბადება გიგა ბოკერია – მენგელეს, გრეზეს და გიოტეს იდეური შთამომავალი. მხოლოდ ერთი სისხლიანი ეპიზოდის გახსენებაც საკმარისია, რომლის ერთ-ერთ სცენარის ავტორად გიგა ბოკერია გვევლინება – მოდელირებული ე.წ. “ციხის ბუნტის” დამხობა, 2006 წლის 27 მარტის იმ “ციხის ბუნტისა”, რომელსაც გუშინწინ 20 წელიწადი შეუსრულდა.
მაშინ უბრალოდ “ვიღაცის” ავადმყოფურ თავში დაიბადა ამ სისხლიანი დრამის გათამაშების სცენარი – რა დროსაც ნაცების საკონცენტრაციო ბანაკის უდანაშაულო და უმწრო ბინადრები დახოცეს, დაჭრეს და დაასახიჩრეს. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, როგორ და რანაირად გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ეს ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი – ერისა და მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგებლობას. მაგრამ – სისხლიანი “ციხის ბუნტის” მეოცე წლისთავზე, მისი ერთ-ერთი მონაწილის პირიდან ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ეჭვის ქვეშ დაყენებაში, ეს უკვე ცინიზმიც კი აღარ არის…“ – წერს ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას