არქივი12 ივლისი, 2025, 02:09
გზების დეპარტამენტი: რიკოთზე ავარია მოხდა, იზღუდება ზოგიერთი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა

რიკოთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც ზოგიერთი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია - განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. იქამდე, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც ჩანდა საცობში მდგარი მანქანები.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია" - წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.