17-19 ივლისს საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის კმ0-კმ7 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი

17-19 ივლისს საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის კმ0-კმ7 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ0-კმ7 (საჯავახო-ნოღა) მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების წარმოება რის გამოც, 2025 წლის 17, 18 და 19 ივლისს ყოველდღიურად 08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.