არქივი5 თებერვალი, 2025, 00:22
გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა - "პერსეპოლისი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა

აზიის ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში „პერსეპოლისი“ გასვლაზე „ალ ჰილალთან“ 1:4 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მცველი გიორგი გველესიანი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 90-ე წუთზე პენალტით გოლი გაიტანა.
19-19 ქულით ლიდერები „ალ ჰილალი“ და ალ ნასრი“ არიან, „პერსეპოლისი“ 6 ქულით მეცხრე ადგილზეა, ტურნირის პირველი ეტაპის ბოლო მატჩს 17 თებერვალს საკუთარ მოედანზე „ალ ნასრთან“ ჩაატარებს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ალ ჰილალი - პერსეპოლისი 4:1
გოლები: 1:0 მალკომი (10), 2:0 კანსელო (25), 3:0 ალ დოსარი (38), 4:0 ალ დოსარი
(45+1), 4:1 გველესიანი (90, პენ)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.