გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა - "პერსეპოლისი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა [VIDEO]
![გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა - "პერსეპოლისი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/02/99f872cae89b8f6ac79c4a0439c039f2-9VYTF6.jpeg)
აზიის ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში „პერსეპოლისი“ გასვლაზე „ალ ჰილალთან“ 1:4 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მცველი გიორგი გველესიანი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 90-ე წუთზე პენალტით გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ორი გოლია, ირანის ჩემპიონატზე კი ორჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
19-19 ქულით ლიდერები „ალ ჰილალი“ და ალ ნასრი“ არიან, „პერსეპოლისი“ 6 ქულით მეცხრე ადგილზეა, ტურნირის პირველი ეტაპის ბოლო მატჩს 17 თებერვალს საკუთარ მოედანზე რონალდოს „ალ ნასრთან“ ჩაატარებს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ალ ჰილალი - პერსეპოლისი 4:1
გოლები: 1:0 მალკომი (10), 2:0 კანსელო (25), 3:0 ალ დოსარი (38), 4:0 ალ დოსარი (45+1), 4:1 გველესიანი (90, პენ)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.