გვაქვს მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი, რომლის საფუძველსაც ამ ხნის განმავლობაში გაკეთებული საქმე გვაძლევს – გივი მიქანაძე სტატუსზე

პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, თბილისში ყველა, ევროპის დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინშია. პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ევროპული საბჭო საქართველოს საბოლოოდ აუნთებს მწვანე შუქს და ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ აღარ უნდა განმეორდეს ის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ გასულ წელს გამოაცხადა.
“რამდენიმე დღეში ველოდებით ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, გვაქვს მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი. ამის საფუძველს გვაძლევს ის საქმე, რაც ამ ხნის განმავლობაში გაკეთდა. შესაბამისად, ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სხვა რამეს მოველოდეთ,” – აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება