ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“გვამების სცენარი” – პრეზიდენტი სუს-ის განცხადებაზე

“გვამების სცენარი” – პრეზიდენტი სუს-ის განცხადებაზე

სცენარების დატრიალება, რომელიც გვამებს მოიცავს – ასე ეხმაურება პრეზიდენტი სუს-ის განცხადებას და ამბობს, რომ აქციები აბსოლუტურად მშვიდობიანია.
“ეს რაღაცა სცენარების დატრიალება, რომელი სცენარიც მოიცავს გვამებს, არის ადამიანების პირიდაპირ ფსიქოლოგიური დატერორება, იმ დროს, როცა გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, რაც გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არიან არც ტიტუშკები და არც სხვები, ძალიან მშვიდობიანად ტარდება აქციები და არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ არ ის ღირსეული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ მიმდინარე, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებულ საქმეზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.