ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანულმა სამხედრო-საზღვაო ხომალდებმა ტაივანის სრუტე გადაცურეს

გერმანულმა სამხედრო-საზღვაო ხომალდებმა ტაივანის სრუტე გადაცურეს

ჩინეთის პროტესტის მიუხედავად, 13 სექტემბერს ორმა გერმანულმა სამხედრო-საზღვაო ხომალდმა ტაივანის სრუტე გადაცურა.
“საერთაშორისო წყლები საერთაშორისო წყლებია”. – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ლიტველ კოლეგასთან, ლაურინას კაშიუნასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პისტორიუსის თქმით, “ეს ყველაზე მოკლე მარშრუტია და, ამინდის პირობების გათვალისწინებით, ყველაზე უსაფრთხოა, შესაბამისად ჩვენ [სრუტეში] გავცურავთ”.
გერმანული ხომალდების სრუტეში შესვლამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა გერმანიის ნაბიჯი დაგმო და მას ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევის გამამართლებელი ქმედება უწოდა.
“ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ‘ნავიგაციის თავისუფლების’ დროშის ქვეშ პროვოკაციებსა და ჩინეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საფრთხეში დაყენებას”. – განაცხადა მაო ნინგმა პრესკონფერენციაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.