გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი - ზოლინგენში მომხდარმა თავდასხმამ ყველანი შეგვძრა - უსაფრთხოების სამსახურები თავდამსხმელის დასაკავებლად და მოტივის დასადგენად ყველაფერს აკეთებენ
უსაფრთხოების სამსახურები თავდამსხმელის დასაკავებლად ყველაფერს აკეთებენ, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.
„ზოლინგენში, ქალაქის ფესტივალზე მომხდარმა თავდასხმამ ყველანი შეგვძრა. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები თავდამსხმელის დასაკავებლად და მოტივის დასადგენად ყველაფერს აკეთებენ“, - განაცხადა ნენსი ფეზერმა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ბოლო მონაცემებით, ქალაქ ზოლინგენში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.