ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ონჩუ კეჩელმა განაცხადა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ჰაკან ფიდანი ბრიუსელში, 29 აგვისტოს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე მიიწვიეს.
„ჩვენ ამ მოწვევას მივესალმებით. ამას ვაფასებთ, როგორც ევროკავშირის მხრიდან დიალოგის ძიებას“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიტიური მიდგომა მხოლოდ მსგავსი შეხვედრებით არ უნდა შემოიფარგლოს და აღნიშნა, რომ ანკარა „კონკრეტულ ნაბიჯებს“ მოელის, კერძოდ, გაწევრიანების, ვიზალიბერალიზაციის, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.