ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის საელჩო საქართველოში: ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციით დასრულდა გერმანიის მიერ გაჩაღებული ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანი, მათ შორის ასი ათასობით ქართველი შეიწირა

გერმანიის საელჩო საქართველოში: ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციით დასრულდა გერმანიის მიერ გაჩაღებული ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანი, მათ შორის ასი ათასობით ქართველი შეიწირა

„ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციით დასრულდა გერმანიის მიერ გაჩაღებული ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანი, მათ შორის ასი ათასობით ქართველი შეიწირა. კაპიტულაციით დასრულდა ასევე ნაცისტური რეჟიმი, რომელიც ტერორით, რასიზმით და გენოციდით ადამიანურობის პრინციპებს უგულებელყოფდა. 8 მაისი არის ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმისგან განთავისუფლების დღე. დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ იმიტომ, რომ სხვები იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის. ამისთვის ჩვენ, გერმანელები დღემდე მადლიერები ვართ. ისტორია გვასწავლის პასუხისმგებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ საჭიროა მშვიდობის, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დაცვა და გაფრთხილება. ამით ჩვენ ინვესტიციას ვდებთ თავისუფლებაში“ — გერმანიის საელჩო საქართველოში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.