შალვა პაპუაშვილი – გერმანიაში ხელისუფლება კრძალავს “რაიხსბიურგერების” ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ “არ აღიარებენ ხელისუფლებას“ – საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეულ ხელისუფლებას

გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. “რაიხსბიურგერების” ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი “არ აღიარებენ ხელისუფლებას – საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლებას, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე.
,,გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. “რაიხსბიურგერების” ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი “არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას”, “ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს”, “ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს”, “ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში”, “ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება”.
საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ საქართველო ოკუპანტი ძალის მიერ იმართება.
ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე”, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება